ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს

29 ივლისი 2021, 15:37 798 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს.  განცხადება მელიამ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე განცხადებით, გუნდის შიგნით წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი თხოვნით, ფორმალურად მათი მეგობრები ამ ეტაპზე პარლამენტში რჩებიან.

„პირადად მე, მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. ეს ნიშნავს, რომ მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან ბოლომდე ელენესთან, მეგობრებთან, ქართველ ხალხთან ერთად გადავდივარ უმნიშვნელოვანეს რეფერენდუში მონაწილეობის მისაღებად.

ამავე დროს, ჩემი უმორჩილესი თხოვნით, პრინციპული პოზიციით, პრინციპული დამოკიდებულების გათვალისწინებით გუნდის შიგნით ვთხოვე ჩემს  მეგობრებს, რომ ისინი ამ ეტაპზე დარჩნენ ტექნიკურად, ფორმალურად პარლამენტში, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები ბოლომდე მივაყვანინოთ „ქართულ ოცნებას“. ამის შემდეგ რა თქმა უნდა, მოუწევთ ამ ყველაფრის გაკეთება და თუ ამაზეც ხელი აიღეს, საერთაშორისო საზოგადოება მეტად მკაფიოდ დაინახავს, რამხელა სივერაგესთან აქვთ საქმე. მხოლოდ ამის შემდეგ, რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ ეს პარლამენტი დაიშლება და იქნება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ახალი ლეგიტიმური პარლამენტი. მე, ნიკა მელია ვტოვებ პარლემენტს, საპარლამენტო მანდატს, მაგრამ ჩემი პრინციპული თხოვნით, მიუხედავად წინააღმდეგობისა გუნდის შიგნით, ტექნიკურად და ფორმალურად ჩვენი მეგობრები ამ ეტაპზე პარლამენტში რჩებიან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში