ოპოზიცია უკმაყოფილოა,თუმცა პარლამენტში რჩება

29 ივლისი 2021, 19:39 806 ნახვა

ანულირებული შარლ მიშელის დოკუმენტი და ოპოზიციის გეგემები. თამარ კორძაია საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმზე გადადის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შემდეგ, მანდატს ტოვებს ნიკა მელია, სხვები კონსულტაციების რეჟიმში არიან „ნაციონალური მოძრაობა“ კი ასევე ახლა, ფიქრობს მოაწეროს თუ არა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი. ოპოზიციის ნაწილი კი მტკიცედ ამბობს, რომ ბრძოლას საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობით აგრძელებენ და პარლამენტს არ ტოვებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიატორობითა და არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად შემუშავებული დოკუმენტის ხელმოწერის მიუხედავად,ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის დონე თითქმის არ შემცირებულა. ხშირად ოპოზიცია მმართველ პოლიტიკურ პარტია შეთანხმების სულისკვეთების დარღვევაში ადანაშაულებდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში