მეოთხე ტალღის დასაწყისია,  ქვეყანაში სიტუაცია გაუარესებულია - ამირან გამყრელიძე

30 ივლისი 2021, 13:07 2141 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ დაძაბულია. ამირან გამყრელიძის თქმით, ეს მეოთხე ტალღის დასაწისია.

''ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს - ახალ შემთხვევათა რაოდენობა, 100 ათას მოსახლეზე ინციდენტობა, ბოლო 7 დღის, ბოლო 2 კვირის დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი, ივნისთან შედარებით, ყველა ეს მაჩვენებელი გაუარესებულია.

მესამე ტალღა ჩვენ გარკვეულწილად გადავიარეთ მაისის შუა რიცხვებში. დღევანდელი შემთხვევათა რიცხვი, რაც გვაქვს, უკვე აჭარბებს მესამე ტალღის პიკს. მაისის 17-დან იყო შემცირების ტენდენცია, რომელიც საკმაოდ კარგად გაგრძელდა, მაგრამ დამაკმაყოფილებელ დონეზე არ ჩამოსულა. 25 ივნისიდან კი ისევ დაიწყო ზრდა, რაც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

დღეს გვაქვს ისევ მესამე ტალღის შემდგომი ვითარება ''ზესვლა'', ან თუ გინდათ დაარქვით მეოთხე ტალღის დასაწისი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს სახელს რას დაარქმევთ. სიტუაცია ქვეყანაში გაუარესებულია. 

რასაც ვპროგნოზირებდით იმაზე ოდნავ შემცირებულია ტემპი, რაც გავაძლევს იმედს, რომ მომდევნო 10 დღის, ორი კვირის შემდეგ, ნელი ტემპით, ქვესვლა იქნება. ახლა ჩვენ შემდგომ პიკს გავდივართ“, - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში