საარჩევნო ნომრები განაწილებულია

08 აგვისტო 2021, 18:05 1945 ნახვა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის,  საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომრები მიენიჭათ. წილისყრის პროცედურა გაიმართა იმ პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის, ვინც ცესკო-ს მიმართა რეგისტრაციის მოთხოვნით და არ აკმაყოფილებდა ამ ორ მოთხოვნას.

რიგითი ნომრის გადანაწილების პროცესი პირდაპირ რეჟიმში გადაიცემოდა და ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, თვალყური ედევნებინა აღნიშნული პროცედურისთვის. ცნობისთვის,ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესი„საერთაშორისო გამჭვირვალობამ" და „სამართლიანმა არჩევნებმა"დატოვეს.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შესარჩევად მოწვეული ორგანიზაციების შემადგენლობა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა ვერ უზრუნველყოფს კვალიფიციური და სანდო ადამიანების კონსენსუსის საფუძველზე შერჩევას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში