კოვიდვითარება მსოფლიოში

23 აგვისტო 2021, 11:54 1272 ნახვა

COVID-19-ის დელტა შტამი სწრაფად ვრცელდება მსოფლიოს ქვეყნებში. ამერიკული მედიის ინფორმაციით, დელტა ვარიანტით განსაკუთებით არავაქცინირებული პირები ინფიცირდებიან, იმატა ჰოსპიტალიზებული ბავშვების რიცხვმაც. ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო დღეიდან ლოკდაუნი გამოცხადდება ვიეტნამის ყველაზე დიდ ქალაქში. 

რთული ვითარებაა ირანშიც, სადაც 24 საათში 680 ინფიცირებული გარდაიცვალა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ ლოკდაუნი იქამდე გაგრძელდება, სანამ ქვეყნის მოსახლეობის 70% სრულად არ აიცრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში