მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა

25 აგვისტო 2021, 10:40 590 ნახვა

მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მსოფლიო ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური ორგანიზაცია შეშფოთებულია ავღანეთში არსებული ვითარებით და ქვეყნის განვითარებაზე მისი გავლენით, განსაკუთრებით ქალებისთვის.

განცხადების მიხედვით, მსოფლიო ბანკი იტოვებს გზებს, რომ დარჩეს ჩართული და შეინარჩუნოს ქვეყანაში რთულად მიღწეული მონაპოვარი.

ამჟამად ქვეყანაში მსოფლიო ბანკის ოცზე მეტი პროექტი მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში