ნადირობის სეზონი გაიხსნა

29 აგვისტო 2021, 12:15 789 ნახვა

ნადირობის სეზონი გაიხსნა - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით,  მოქალაქე, რომელიც გადამფრენ ფრინველებზე  ნადირობს,  ვალდებულია  ნადირობამდე გადაიხადოს საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი.

ნადირობის შემთხვევაში თან იქონიოს ამ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, ასევე  თან იქონიოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში