ტაივანის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ზონაში ჩინეთის 19 სამხედრო თვითმფრინავი შეიჭრა

06 სექტემბერი 2021, 09:52 450 ნახვა

ტაივანის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში ჩინეთის 19 სამხედრო თვითმფრინავი შეიჭრა, რომელთა ნაწილს ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია.

ტაივანში აცხადებენ, რომ ჩინეთის თვითმფრინავების გაფრთხილების მიზნით, სარაკეტო სისტემები განლაგდა და სამხედრო თვითმფრინავები გაიგზავნა. პეკინში ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

გასულ კვირაში ტაივანის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ჩინეთის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ტაივანის თავდაცვის სისტემის პარალიზება მოახდინონ და რომ ჩინეთის საფრთხე იზრდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში