ბრიფინგი ცესკოში

06 სექტემბერი 2021, 14:44 529 ნახვა

„მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე 26 დღე დარჩა და საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ დონეზე და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს“, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ სპეციალურ  ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საოლქო და საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დაცვას, რომელსაც ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრებმა მოაწერეს ხელი.

მან ასევე თხოვნით მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიებს, რათა ზემოაღნიშნული შესაძლო ფაქტების პრევენციის მიზნით, მოახდინონ ხსენებული რეკომენდაციების თაობაზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დროული ინფორმირება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში