პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი დაამტკიცა

07 სექტემბერი 2021, 18:33 915 ნახვა

პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტი მესამე მოსმენით 79 - ხმით დაამტკიცეს. 15-მა დეპუტატმა პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.

"ამნისტიის შესახებ" პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს.

ამნისტია გავრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა. ამასთან, პირი, ვის მიმართაც ამნისტია გავრცელდება, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში