ბათუმში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა

13 სექტემბერი 2021, 12:58 2342 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ბათუმი“, კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კომპანიის მიერ, შემოტანილ სხვადასხვა სახეობის ტვირთზე, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის მიმართ რისკების მართვის პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრა.

„ ტვირთის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა 3 950 კილოგრამი არადეკლარირებული ტანსაცმელი, რომლის საბაჟო ღირებულებამ საერთო ჯამში - 192 039 ლარი შეადგინა. ამასთან, გამოვლინდა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში, სასაქონლო ნიშნების შესაძლო უკანონო გამოყენების ფაქტი.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში