საქართველოში კორონავირუსის 3221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი

14 სექტემბერი 2021, 10:38 911 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 54 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 990.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3221 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1167 შემთხვევა, აჭარა - 220, იმერეთი - 498, ქვემო ქართლი - 194, შიდა ქართლი - 278, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 339, კახეთი - 272, მცხეთა-მთიანეთი - 93, სამცხე-ჯავახეთი - 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 42.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 717 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 507 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 210 PCR ტესტით.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 7.58%, ბოლო შვიდი დღის – 7.44%.

14 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 534 111​ აცრა ჩატარდა.

13 სექტემბერს აიცრა 26 125 ადამიანი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 772 საიდანაც:  5 882 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში