აჭარაში კორონავირუსის 220 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

14 სექტემბერი 2021, 10:42 474 ნახვა

14 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 220 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 341 პირი.

ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 65-მა ადამიანმა. კლინიკაში მკურნალობს 668 მოქალაქე, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 167, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება  29.  1 539 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 903 - თბილისში, 367 - აჭარაში.

20 351 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 76, ხოლო აჭარაში - 2.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 999 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში