მედია - დონბასში რუსი ოკუპანტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

14 სექტემბერი 2021, 09:47 703 ნახვა

აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 12-ჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც დაიღუპა უკრაინის გაერთიანებული ძალების სამხედრო.

 შტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ გამოიყენა სხვადასხვა სახის ყუმბარმტყორცნი და ტყვიამფრქვევი.

აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე დონბასში პრორუსული ფორმირებების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი