ვაქცინაციის პროცესი

15 სექტემბერი 2021, 11:50 850 ნახვა

პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ იარაღად კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინა რჩება.  

იმუნიზაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს აჭარაში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით,   182  ათას 945  ადამიანია აცრილი.  აქედან   მოსახლეობის 31% - 1 დოზით.   2 დოზით კი 21%.    

კლინიკებისა და ამცრელი პუნქტების გარდა, მოძრაობს სპეციალური  ვაქცინაციის  ავტობუსი.

დღეს  იგი ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარედაა გაჩერებული. მოძრავ  ამცრელ პუნქტებში აცხადებენ, რომ მიმართვიანობა შედარებით ნაკლებია. ბოლო 24 საათში საქართველოში 25 ათასი აცრა ჩატარდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სამიზნე მაჩვენებელს.

იმუნიზაციის პროცესი გრძელდება მუნიციპალიტეტებშიც. ქობულეთში ევექსის ჰოსპიტალში ამ ეტაპზე მსურველებს  მხოლოდ ფაიზერით  ცრიან.  დირექტორის  ინფორმაციით,  ამ დრომდე  კლინიკაში ვაქცინა 7  ათასზე მეტ პირს  გაუკეთდა.   

ქობულეთის ევექსის ჰოსპიტალი  კოვიდით ინფიცირებულ პაციენტებსაც  იღებს კოვიდ განყოფილებაში, ახლა   25 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, საიდანაც არცერთი არაა ვაქცინირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში