მელიამ თავის გადამრჩენელ გახარიას პოლიტიკური სოლიდარობა გამოუცხადა, როცა ნარკოტესტის ჩაბარებაზე უარი თქვა - პრემიერი 

16 სექტემბერი 2021, 14:57 753 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნიკა მელიამ თავის გადამრჩენელ გიორგი გახარიას პოლიტიკური სოლიდარობა გამოუცხადა, როცა ნარკოტესტის ჩაბარებაზე უარი თქვა. 

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ არაერთი ნარკომანი მმართველი უნახავთ, მათ შორის ექსპრეზიდენტი მიზეილ სააკაშვილი.

''ნამდვილად არ მაინტერესებს, თუ ადამიანი მართლაც არაფერს მალავ რა პრობლემაა ნარკოტესტი ჩაბარება. ეს ძალიან ელემენტარულია და პირველ რიგში ეს არის ვალდებულება ყველა საჯარო მოხელის და პოლიტიკოსის,  ვისაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვაზე. 

სააკაშვილი დღესაც არის ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი, მისი ეს ლაივჩართვები ამის დამადასტურებელია. იმის მიხედვით თუ რა დოზას მოიხმარს ხან უმატებს ტონს და ხან უკლებს. ეს მარტივი  ასახსნელია. 

გაუგებარია ნამდვილად გახარიას ეს რეაქცია. თუმცა ის სოლიდარობა, რომელიც ვნახეთ მელიას და კანდიდატების მხრიდან კითხვებს ბადებს'' - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამას მოხერხება უნდა კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და გახდე სააკაშვილის მარიონეტი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში