ბრაზილიაში ვაქცინაციის შემდეგ მოზარდის გარდაცვალების მიზეზს ადგენენ

17 სექტემბერი 2021, 14:09 624 ნახვა

ბრაზილიაში კომპანია ფაიზერის  წარმომადგენლობა გამოეხმაურა მოზარდის დაღუპვის ფაქტს, რომელიც შესაძლოა კომპანიის პრეპარატით ვაქცინაციასთან იყოს დაკავშირებული. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა „ო ანტაგონისტა“ იუწყება.  

გამოცემამ კომპანიის განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც 2 სექტემბერს სან-პაულუს შტატში ფაიზერით ვაქცინირებული 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა.   

ამჟამად ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო ადგენს არის თუ არა კავშირი მოზარდის გარდაცვალების ფაქტსა და ვაქცინაციას შორის. 

უწყების მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 3 მილიონ 500 ათასი მოზარდია აცრილი, მათგან ათას 500-ს  უმნიშვნელო გვერდითი მოვლენები აღენიშნებოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში