მსოფლიო კოვიდსტატისტიკა

18 სექტემბერი 2021, 12:15 746 ნახვა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 228 მილიონს გადააჭარბა. ავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.69 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 205 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.7 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 42.7 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 33.4 მილიონზე მეტი შემთხვევით, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი