ქობულეთში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

18 სექტემბერი 2021, 15:14 1778 ნახვა

გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს ქობულეთში ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა. მოსახლეობის თქმით, წუხელ უხვი ნალექის შედეგად ადიდებული წყალი სახლებსა და ეზოებში შევიდა და მათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაუზიანა.

მათი თქმით, ყოველ გაწვიმებაზე  მდინარე აჭყვას კალაპოტი დიდდება და მსგავსი პრობლემა ექმნებათ. იმ შემთხვევაში თუ სანიაღვრე არხების მოწესრიგება არ დაიწყება მოსახლეობა ამბობს, რომ  მიმდებარედ გამავალ სარკინიგზო მაგისტრალს გადაკეტავენ. ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის თქმით, მიმდინარეობს სტიქიით დაზარალებული ოჯახების აღრიცხვა და არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, ფინანსური შესაძლებლობის  მიხედვით ოჯახებს შესაბამის დახმარება გაეწევათ. გარდა ამისა პრობლემის მოსაგვარებლად მიმდინარეობს მდინარე აჭყვის კალაპოტის რეაბილიტაციისთვის ვერსიების განხილვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი