შრომის ინსპექციამ ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილი ბარი დალუქა

19 სექტემბერი 2021, 15:15 1576 ნახვა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილი ბარი დალუქეს.  მათი თქმით, ბარი მთავრობის განკარგულების დარღვევის გამო დააჯარიმეს, რომლის მიხედვითაც, კვების ობიექტების მუშაობა 22:00 საათამდეა დასაშვები.

შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის  განაცხადებით, აღნიშნული დაწესებულება ერთხელ უკვე დაჯარიმდა მთავრობის განკარგულების დარღვევისთვის, განმეორებით დარღვევის გამო კი, დაილუქა. ლერმონტოვის ქუჩაზე „გირჩი მეტი თავისუფლებამ“ ბარი გუშინ  გახსნა, გახსნიდან კი რამდენიმე საათში დაილუქა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში