კოვიდვითარება

19 სექტემბერი 2021, 15:18 827 ნახვა

ახალი ინფიცირების კლების ფონზე კვლავ მაღალია კოვიდ-19 ით გარდაცვლილთა რიცხვი. კორონავირუსის 1 501 ახალი შემთხვევა და კიდევ 42 გარდაცვლილი- ასეთია ბოლო 24  საათის კოვიდსტატისტიკა. ამჟამად ვირუსს  სულ  26 701 ადამიანი ებრძვის. რაც შეეხება აჭარას.

რეგიონში გვაქვს ინფიცირების 101 ახალი შემთხვევა და 5 გარდაცვლილი. კლინიკაში 580 პაციენტი მკურნალობს, მათგან 18 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. განკურნებულთა რიცხვმა ბოლო დღე-ღამეში 264  შეადგინა, ქვეყნის მასშტაბით კი ვირუსის 1 954-მა ადამინმა დაამარცხა. გარდაცვლილთა რიცხვის კლებას სპეციალისტები ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებაში ხედავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი