რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

20 სექტემბერი 2021, 12:47 850 ნახვა

რუსეთში საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია, „ერთიანი რუსეთი“ იმარჯვებს. რუსული მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით წერს, რომ ხმების 60 პროცენტის დათვლის შემდეგ, „ერთიან რუსეთს“ 47 პროცენტი აქვს. მეორე ადგილს კომუნისტური პარტია იკავებს 20.88 პროცენტით, მესამეზე ვლადიმერ ჟირინოსვკის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიაა 7.89 პროცენტით. არსებული მონაცემებით, რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში ასევე შედიან პარტიები  „სამართლიანი რუსეთი-სიმართლისთვის“ და  „ახალი ხალხი“ .

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში