ბათუმის "დინამომ" წყალტუბოს "სამგურალს" 3:0 მოუგო

24 სექტემბერი 2021, 23:31 486 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში ბათუმის "დინამომ" საკუთარ მოედანზე წყალტუბოს "სამგურალი" 3:0 დაამარცხა.

43-ე წუთზე ანგარიში აზაროვის გადაცემის შემდეგ ჯიღაურმა გახსნა და ბათუმელებმა პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით მოიგეს.

მეორე ნახევარის დაწყებიდან 6 წუთში სხვაობა ორ ბურთიანი გახდა. ფლამარიონმა საგოლე გადაცემა მამუჩაშვილს გაუკეთა.

63-ე წუთზე კი უკვე მამუჩაშვილმა ალთუნაშვილს გაატანინა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.

26 მატჩის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ "დინამოს" 56 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ თბილისის " დინამოსთან" 5 ქულიანი უპირატესობა აქვს.

შემდეგ ტურში შავიზღვისპირელები  29 სექტემბერს გასვლაზე გორის "დილასთან" ითამაშებენ. მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი