სტიქიის შედეგად ბათუმი-ქობულეთის გზის ნაწილი დაზიანდა

25 სექტემბერი 2021, 15:17 1183 ნახვა

ციხისძირში ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, უხვი ნალექის გამო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. კერძოდ, ჩამოიშალა შემაკავებელი ჯებირის ნაწილი. მოსახლეობის თქმით, გზაზე სანიაღვრე სისტემა მოუწესრიგებელია, რის გამოც ყოველი გაწვიმების დროს გზის მიმდებარედ წყლის უხვი ნალექი მოედინება.

მოქალაქეები გზაზე სანიაღვრე სისტემისა  და შესაბამისი  ჯებირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ჯერჯერობით ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში