2 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 497 345 ამომრჩეველია

25 სექტემბერი 2021, 18:30 1278 ნახვა

თვითმმართველობის არჩევნებამდე 1 კვირა რჩება.  ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 3 497 345  შეადგენს. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა. მისი თქმით კანონმდებლობის შესაბამისად ცესკომ დაამუშავა აღნიშნული მონაცემები, განახორციელა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით დაყოფა და განახლებული საარჩევნო სია ცესკოს ვებ-გვერდზე უკვე ხელმისაწვდომია.

ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის. დღეიდან დაიწყო საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესიც, რომელიც  9 სტამბაში მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესს აკვირდებიან როგორც ცესკოს წევრები, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები“, - განაცხადა იოსელიანმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში