ბათუმში ხელოვნური კუნძულს "ამბასადორი" ააშენებს - კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა

28 სექტემბერი 2021, 17:38 4741 ნახვა

საქართველოს მთავრობამ ბათუმში "ამბასადორ აილენდის" პროექტის განხორციელებაზე გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიასა და მთავრობას შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

პროექტი თანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის, ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას კომპანია "ამბასადორი" განახორციელებს, სადაც 2000 ადამიანი დასაქმდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით და შესაბამისი განკარგულებით, კომპანიას აღნაგობის უფლებით გადაეცემა 90 ჰა ტერიტორია მდებარე ქალაქ ბათუმში "ბარცხანასა” და "თამარის“ დასახლებაში.

განხორციელდება დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები და შესაბამისი კვალიფიკაციის ინსტიტუციები.

პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციით განხორციელდება. პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში