ნაცმოძრაობის ბრალდებები

28 სექტემბერი 2021, 20:35 1676 ნახვა

გოგოლის ქუჩაზე აშენებულ კორპუსებში  ჩინური ჯგუფების შესვლას ეხმაურებიან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" .. გიორგი კირთაძე  მიიჩნევს, რომ ამ პროექტის უკან თურქეთი, ჩინეთი და რუსეთი დგას. ამ ეტაპზე გოგოლის ქუჩაზე მერვე ობიექტი შენდება, რაზეც კირთაძე აცახდებს რომ მათი რიცხვი  25 -მდე გაიზრდება.  ოპოზიციაში დღეს ბათუმში არსებული რამდენიმე მსხვილი დსასტუმროც დაასახელეს, რომლებიც მათი მტკიცებით, ჩინელებისთვის საცხოვრებელ სახლებად გადააკეთეს.  ოპოზიციაში რამდენიმე ვერსია ჩამოთვალეს თუ რისთვის შეიძლება შენდებოდეს შენობები გოგოლის ქუჩაზე. ბრიფინგს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაუმოეხმაურა, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, კანონდამრღვევი კომპანიის მიმართ შესაბამისი ღონისძიებები გატარდა. რეგიონის მთავრობის მეთაურმა ნაციონალური მოძრაობის ვარაუდებს აბსურდული უწოდა. მისივე თქმით, ოპონენტებს ბევრი მშენებლობის ნახვა მოუწევთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში