მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

01 ოქტომბერი 2021, 19:46 2379 ნახვა

მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდეტი ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ძებნილი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია, ის გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცავებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება.

ჩვენს უწყებებს ჰქონდათ მისი გადაადგილების ინფორმაცია. დაწყებული უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი სრული კონტროლის ქვეშ იყო. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები და ისეთი დრო და ადგილი შეირჩა, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო. მე მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ უპრეცედენტო ღონისძიებაში იყო ჩართული,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში