განცხადება აჭარის ენმ-ს ოფისში

01 ოქტომბერი 2021, 20:24 860 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ მათთვის ინფორმაცია მედიის საშუალებით გახდა ცნობილი. ამბობენ, რომ ყოფილ პრეზიდენტს არანაირი გარანტია არ ჰქონდა და ქვეყანაში შემოსვლა დაკავების რისკის ფასად გადაწყვიტა.

მათი გეგმები სააკაშვილის დაკავების გამო არ შეცვლილა და აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგებს დაელოდებიან.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში