არქეოლოგიური აღმოჩენა მაჭახლის ხეობაში

14 ოქტომბერი 2021, 18:39 1388 ნახვა

არქეოლოგიური გათხრების შედეგად მაჭახლის ხეობაში სოფელ სინდიეთში ისტორიული არტეფაქტები- ღია ტიპის მარანი აღმოაჩინეს. გათხრების შედეგად ნაპოვნია 12 სხვადასხვა ტიპისა და ზომის ქვევრი.  აღმოჩენები წინასწარი  ვერსიით, მე-12  მე-16 საუკუნეებით თარიღდება.  ამ დროისთვის მარნის ცენტრალური ნაწილია აღმოჩენილი და სამომავლოდ ადგილზე სიღრმისეული კვლევების ჩატარება იგეგმება.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში