შეფასებები „თავისუფლება მიშას“ აქციაზე

15 ოქტომბერი 2021, 20:34 747 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ციხიდან გამოგზავნილ მორიგ წერილში აცხადებს, რომ საჭიროა ყოველდღიური აქციები. მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი გათავისუფლების ტემპი, ზუსტი დრო მხარდამჭერების ყოველდღიურ ორგანიზებაზეა დამოკიდებული. თავისუფლების მოედანზე გამართული აქცია დღეს, პოლიტიკური განცხადებების ერთ-ერთი თემაა. ოპოზიციის აზრით, გამოჩნდა რამდენად მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი ჰყავს მიხეილ სააკაშვილს და ფიქრობენ,რომ ექსპრეზიდენტმა მორალურად გაიმარჯვა. ქართულმა ოცნებამ კი , აქციის მონაწილეებისგან ბუნებრივი მუხტი ვერ დაინახა.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში