ვისთვის იქნება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო?

18 ოქტომბერი 2021, 11:47 1156 ნახვა

პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები და 60 წელს ზევით მოქალაქეები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ აიცრებიან.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, ყველაზე მაღალ რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან ჯანდაცვის მუშაკები, ორსულები და დიალიზზე მყოფი პაციენტები.

გრიპის ვაქცინას უფასოდ მიიღებს ის კონტიგენტი, რომელიც დასაქმებულია მაღალი რისკის ზონაში.  

ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 8 ოქტომბერს დაიწყო. ამ ეტაპზე საქართველოში გრიპის 43 ათასი დოზა ვაქცინაა შემოსული, ქვეყანა კიდევ 150 ათასზე მეტ დოზას უახლოეს პერიოდში ელოდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში