სირიაში ავტობუსის აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

20 ოქტომბერი 2021, 09:31 501 ნახვა

სირიის დედაქალაქ დამასკოში არმიის კუთვნილი ავტობუსი ააფეთქეს. დაიღუპა და დაშავდა რამდენიმე ადამიანი, - ინფორმაციას სირიის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა როდესაც ავტობუსი ხიდზე გადაადგილდებოდა.

გაეროს მონაცემებით, სირიაში 10 წლის წინ დაწყებულ სამოქალაქო ომს სულ მცირე 350 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში