საკალათბურთო ფესტივალი

22 ოქტომბერი 2021, 14:05 863 ნახვა

დღეს ბათუმში 14 წლამდე კალათბურთელთა შორის აჭარის ღია საკალათბურთო ფესტივალი დაიწყო.

ტურნირში, რომელიც აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და მასობრივი სპორტის ფედერაციის ინიციატივით ტარდება, ფოთის, ქუთაისისა და ბათუმის გუნდები მონაწილეობენ.

ტურნირის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ტურნირი სამომავლოდ უფრო ფართო მასშტაბების გახდება და მასში საქართველოს ყველა რეგიონის გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში