ბათუმის საკალათბურთო კლუბი დღეს თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს

23 ოქტომბერი 2021, 10:15 210 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე ტურში "ბათუმი" საკუთარ კედლებში თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს.

პირველი ტურის შემდეგ ორივე გუნდს წაგება აქვს და კლუბები ახალ სეზონში პირველი გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

ბათუმის საკალათბურთო კლუბსა და თბილისის "დინამოს" შორის შეხვედრა დღეს  23 ოქტომბერს 18:00 საათზე ბათუმში გაიმართება. 

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე GBF.ge-ზე იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში