კობახიძის განცხადება ევროპარლამენტარებზე

23 ოქტომბერი 2021, 15:25 974 ნახვა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე კი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის თქმით, კონკრეტული ევროპარლამენტარები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ლობისტები არიან და შესაბამის განცხადებებსაც აკეთებენ. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ლობისტების გავლენით წარსულში რამდენიმე შემთხვევაში მართლმსაჯულების პოლიტიზირება მოხდა, თუმცა მისი თქმით ამას უკვე წერტილი დაესვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში