ერდოღანი თურქი უფლებადამცველის გამო დასავლეთს უპირისპირდება

25 ოქტომბერი 2021, 20:56 921 ნახვა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ქვეყნისა და მათ შორის აშშ-ის ელჩის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების დავალება გასცა. თურქეთის პრეზიდენტის უკმაყოფილება 10 ქვეყნის ელჩების მიერ 18 ოქტომბერს გავრცელებულმა განცხადებამ გამოიწვია, რომელშიც პატიმრობაში მყოფი ფილანტროპისა და ბიზნესმენის ოსმან კავალას გათავისუფლება მოითხოვეს. კავალას ბრალი წაყენებული აქვს 2013 წლის გეზის პარკის რეკონსტრუქციის გამო აგორებული აქციებისა და 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებულ საქმეებზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში