სამხედრო გადატრიალება სუდანში - გაერო და აშშ მთავრობის წევრების გათავისუფლებას მოითხოვს

26 ოქტომბერი 2021, 10:08 487 ნახვა

სუდანში საპროტესტო აქციაზე სამხედროებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებისას 7 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა. სუდანელები ქვეყანაში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ.

ჯარისკაცებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები სამხედროებმა გუშინ დილით დააკავეს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. მათი ლიდერის განცხადებით, სუდანში 2023 წელს არჩევნები ჩატარდება და ხელისუფლებას სამოქალაქო პირს გადააბარებენ.

გაერო და შეერთებული შტატები სუდანის მთავრობის წევრების გათავისუფლებას მოითხოვენ, დღეს ამ საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭო სხდომას გამართავს.

შეერთებული შტატები კი მკაცრად გმობს სუდანის შეიარაღებული ძალების ქმედებებს და სუდანისთვის 700 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფას აჩერებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში