ერდოღანმა გადაწყვეტილება შეცვალა

26 ოქტომბერი 2021, 13:48 433 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყნიდან 10 ქვეყნის ელჩების გაძევების შესახებ გადაწყვეტილება  მას შემდეგ შეცვალა, რაც მათ განაცხადეს, რომ ისინი თურქეთის საშინაო საქმეებში არ ჩაერევიან.  თურქეთში უცხოური ქვეყნების საელჩოებმა გაავრცელეს განცხადებები ვენის კონვენციის 41-ე მუხლის ერთგულების შესახებ.

დოკუმენტის მიხედვით, დიპლომატები არ უნდა ერეოდნენ მასპინძელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში და პატივი სცენ მის კანონებსა და წესებს. რამდენიმე დღის წინ ერდოღანმა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს 10 ქვეყნის ელჩების "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადება დაავალა.

მანამდე უცხოელმა დიპლომატებმა  თურქეთის ხელისუფლებას თურქი უფლებადამცველის კავალას ციხიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში