პატიმართა შესახებ კოდექსი ირღვევა - ადვოკატები

27 ოქტომბერი 2021, 10:03 687 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი უკვე 27-ე დღეა პროტესტის უკიდურეს ფორმას იყენებს და შიმშილობს.

,,მედიაცენტრ მთავარში’’ ადვოკატებმა სპეციალური  ბრიფინგი გამართეს. იურისტებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის  კერძო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე ისაუბრეს. თქვეს, რომ ირღვევა კანონი პატიმართა კოდექსის შესახებ, რომლის მიხედვითაც   სააკაშვილს  ნებისმიერ სამოქალაქო ან კერძო კლინიკაში  გადასვლის შესაძლებლობა აქვს.   

 ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ რეგულირების სააგენტო პენიტენციური დაწესებულების მზაობას შეისწავლიდა, რის შემდეგაც გახდება ცნობილი პატიმრის მკურნალობის ადგილიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში