მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად უკრაინის სახალხო დამცველი ჩამოვიდა

27 ოქტომბერი 2021, 11:56 299 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად და მისი უფლებრივი მდგომარეობის შესასწავლად, საქართველოში, უკრაინის სახალხო დამცველი ჩამოვიდა.

ლიუდმილა დენისოვა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იმყოფება. ამბობს, რომ სააკაშვილის პირად ექიმთან შეხვედრას გეგმავს.

"ჩვენ გვქონდა საშუალება მოგვენახულებინა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. მინდა გავეცნო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას იმიტომ, რომ დღეს მისი შიმშილობის 27-ე დღეა. მინდა გავეცნო და დავრწმუნდე, რამდენად აღმოუჩენენ დახმარებას ციხის საავადმყოფოში. თუ ეს საავადმყოფო არ აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომელიც პრეზიდენტისთვისაა საჭირო, მზად ვარ შევხვდე მის პირად ექიმს. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია, გავარკვიო რამდენადაა დაცული მისი უფლებები აქ", - თქვა ლუდმილა დენისოვამ.

​ომბუდსმენმა ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატზე, ევგენ გრუშოვეცზე, რომელიც გუშინ საქართველოში არ შემოუშვეს. 

''გუშინ იყო ჩამოსული ერთი ადვოკატი, რომელიც დასაბუთების გარეშე უკან გააბრუნეს. გავარკვევთ, რამდენად სწორად მოხდა ადვოკატის არშემოშვება საქართველოში. აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ გავარკვიო მიხეილს რა უნდა და შემდგომ ადეკვატური ნაბიჯები გადავდგათ“, - განაცხადა დენისოვამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში