კიშინიოვის მერის ინიციატივა

28 ოქტომბერი 2021, 12:57 490 ნახვა

კიშინიოვის მერი გაზის კრიზისის პირობებში ენერგორესურსების დაზოგვის მიზნით, ქვეყნის სამთავრობო  შენობებში გათბობის გათიშვის ინიციატივით გამოდის. აღნიშნავს, რომ   პირველ რიგში სითბო უნდა  მიეწოდებოდეს იმ ოჯახებს, სადაც პატარა ბავშვები იზრდებიან. 

ეს ოჯახები იძულებული არიან  სხვადასხვა მოწყობილობა ჩართონ გასათბობად მაშინ, როცა ჩინოვნიკები სითბოში სხედან. 

ისინი უფრო სწრაფად გადაჭრიან ენერგეტიკულ კრიზისს, როცა  თავად მოუწევთ სიცივეში ჯდომა - ამბობს კიშინიოვის მერი. მოლდოვაში 22 ოქტომბრიდან ენერგოკრიზისის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში