ხმა მივეცი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას - ირაკლი ღარიბაშვილი

30 ოქტომბერი 2021, 12:27 740 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არჩევანი უკვე გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. 

მისი თქმით, ხმა მისცა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას

''ჩვენს ხალხს პირველ რიგში სჭირდება მშვიდობა, სიწყნარე, სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა. ეს არის ჩვენი მთავარი საერთო ეროვნული იდეა და მიზანი. 

მე მჯერა, რომ დღეს ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს, შფოთს, არეულობას, დაპირისპირებას და პოლარიზაციას, რომელიც დესტრუქციული ოპოზიციიდან მოდის. ეს არის ჩემი საერთო სურვილი და მჯერა, რომ დღეს ყველანი ერთად სწორ არჩევანს გავაკეთებთ.

მჯერა, რომ ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი. მოწოდებული ვართ, რომ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები ჩავატაროთ. მჯერა  რომ მშვიდად ჩაივლის დღევანდელი დღე და ყველას აქტიურობისკენ მოვუწოდო. 

მინდა ამომრჩეველს თხოვნით მივმართო, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია'' - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში