ჯანმო-ს საგანგაშო პროგნოზი

04 ნოემბერი 2021, 18:27 765 ნახვა

2020 წლის თებერვლისთვის ევროპულ რეგიონში კოვიდ-19-ით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვლება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ადამიანები არ აიცრებიან და უსაფრთხოების ზომებს არ დაიცავენ.  ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა  ჰანს კლიუგემ განაცხადა. კლიუგეს თქმით, თუ უახლოეს მომავალში მოსახლეობის 95% პირბადეს ატარებს, 188 ათასი ადამიანის გადარჩენა იქნება შესაძლებელი.

მისი თქმით, კონტინენტზე არსებული ვითარება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ძალიან აღელვებს.  57 ევროპულ სახელმწიფოში ინფიცირების მაჩვენებელი 55% გაიზარდა, რაც "დელტა" შტამის გავრცელებას უკავშირდება. ამასთან, ზრდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში შეინიშნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში