მოკრივეების მზადება ბათუმში

26 ნოემბერი 2021, 20:03 219 ნახვა

ბათუმის კრივის აკადემიასა და ყაზახეთის კრივის ეროვნულ ფედერაციას შორის გაფორმებული შეთანხმებით, ბათუმელ მოკრივეებს ყაზახეთის დამსახურებული მწვრთნელი გალიმ ბეკულოვი მოამზადებს. ის უკვე მეორე კვირაა ბათუმში იმყოფება და საწვრთნელ პროცესში აქტიურადაა ჩართული.

გალიმ ბეკულოვისთვის პირველი გამოცდა აჭარის ჩემპიონატი იქნება, რომელიც დეკემბერში გაიმართება, რის შემდეგაც აჭარის ნაკრები საქართველოს ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

აკადემიაში იმედოვნებენ, რომ მათი მოკრივეები საქართველოს ნაკრებში ადგილს დაიმკვიდრებენ და ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ, რომელიც მომავალი წლის ზაფხულში გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში