საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა

26 ნოემბერი 2021, 20:59 1304 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. პირველი ტურის შეხვედრაში საქართველომ უკრაინის ნაკრები მიიღო და 5 ქულიანი სხვაობით 88-83 დაამარცხა.

პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა და 28-24 მოიგეს. მეორე და მესამე მეოთხედი უკრაინელების მხარეს იყოს და წინ გასვლაც მოახერხეს. ბოლო დასკვნითი მეოთხედის წინ საქართველო 2 ქულიანი სხვაობით აგებდა თუმცა მატჩის ბოლო ათეული 24-17 მოიგეს და საბოლოო ანგარიში 88-83 დააფიქსირეს.

ორმაგი დუბლი შეასრულა თორნიკე შენგელიამ, მის ანგარიშზე 16 ქულა, 13 მოხსნა და 2 გადაცემა მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი ქულა საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა თად მაკფარლეინმა ჩააგდო. მაკფარლეინის ანგარიშზე 27 ჩაგდებული ქულა იყო.

კარგი მატჩი გამოუვიდა გიორგი შერმადინს. გიომ 23 ქულა, 4 მოხსნა და 9 გადაცემა მიითვალა. დღეს ჩვენს ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი გაიმართება.

ესპანეთის ნაკრები გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრება. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მეორე ტურში 29 ნოემბერს გასვლაზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში