ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

27 ნოემბერი 2021, 18:00 307 ნახვა

ბათუმში  საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ლევან შავაძის სახელობის ტურნირი დაიწყო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, შეჯიბრება უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის, 12 წონით კატეგორიაში ტარდება.

ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის 300-მდე მოჭიდავე მონაწილეობს. შეჯიბრება აჭარის ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით წელს პირველად ტარდება.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში