თამბაქოს მოწევის აკრძალვა - რას ფიქრობენ ტაქსის მძღოლები

28 ნოემბერი 2021, 12:10 1081 ნახვა

ტაქსებში თამბაქოს მოწევა შეიძლება აიკრძალოს. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიცირებით დეპუტატთა ჯგუფი ხვალ, 29 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე წარდგება.

თამბაქოს მოწევის აკრძალვა ისეთ სატრანსპორტო საშუალებაზეც გავრცელდება, როგორიცაა კატერი.ტაქსისა და კატერისთვის ჯარიმა განსაზღვრული იქნება 200 ლარის ოდენობით, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის.

ცვლილებებით ასევე იგეგმება თამბაქოს მოწევის აკრძალვა ავტომობილშიც, თუ ავტომობილით არასრულწლოვნის გადაყვანა ხდება. ამ შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარი იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში