იმუნიზაციის საბჭო

01 დეკემბერი 2021, 11:49 383 ნახვა

საქართველოში ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გაკეთების ვადა შესაძლოა 6-დან 3 თვემდე შემცირდეს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საკითხზე იმუნიზაციის საბჭოზე იმსჯელებენ, უკვე დაწყებულია შიდა კონსულტაციები.

ამირან გამყრელიძის თქმით, განსაკუთრებით ეს გადაწყვეტილება ახალ შტამს „ომიკრონს“ უკავშირდება, რომელიც სამხრეთ აფრიკის გარდა ევროპაშიც ცირკულირებს.

ამირან გამყრელიძე ასევე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ადმინისტრირებულ ყველა ვაქცინაზე „ბუსტერი“ მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ კეთდება. თუმცა, არის გამონაკლისიც, კერძოდ, „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილი 50 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის „ბუსტერ“ დოზების გაკეთება მეორე აცრიდან 3 თვის შემდეგ არის შესაძლებელი.

საქართველოში სპეციალური ჯგუფების "ბუსტერი" დოზებით აცრა 11 ოქტომბრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე ე.წ. ბუსტერით 14 039 მოქალაქეა აცრილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში