გადაიხედება თუ არა “მწვანე პასპორტების” კონცეფცია

02 დეკემბერი 2021, 11:58 1255 ნახვა

ორი  მწვანე  პასპორტი – საქართველოში მწვანე საშვების კონცეფცია  სხვა ქვეყნებისგან განსხვავებულია. მთავარი სხვაობა კოვიდ გადატანილის სტატუსია.

მოქმედი რეგულაციით საქართველოში კოვიდ გადატანილს მწვანე სტატუსი აქვს უვადოდ, სპეციალისტები კი თვლიან, რომ მაქსიმალური ვადა  6 თვე უნდა იყოს, რადგან რეინფიცირების რისკი მაღალია. ეს საკითხი შესაძლოა რამდენიმე დღეში გადაიხედოს, შესაბამისი დასკვნაზე ახლა ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს.

კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე სტატუსის გადაწყვეტილება რომ გადაიხედება, ამას საკოორდინაციო  საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძეც ადასტურებს, თუმცა  როდის - ამაზე  ჯერჯერობით  არ  საუბრობს.

ექიმები და ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ უნდა გაფართოვდეს იმ დაწესებულებების რიცხვი, სადაც მწვანე საშვების გარეშე  შესვლა  აკრძალულია, ასევე მათი შეფასებით, სტატუსი არა მხოლოდ ვიზიტორებს, არამედ ამ დაწესებულებებში დასაქმებულებსაც უნდა მოეთხოვებოდეთ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში